Sunday, 15 May 2016

მეხუთე  დღის  რეფლექსია - 15.05.2016 წელი
- ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებებზე, შევქმენით  გამოყენებული  ლიტ -ისთვის  დოკუმენტი,  დავგეგმეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო ნამუშევარი.(P.P) ისათვის

Saturday, 14 May 2016

მეოთხე  დღის  რეფლექსია  "ინტელის"  ტრენინგის
- საკმაოდ  ნაყოფიერი იყო,  შევისწავლეთ  შეფასების 5 სტრატეგია,  მეთოდები  და  ინსტრუმენტები.  

მადლობა, ქ - ნ    ნინოს....

Sunday, 8 May 2016

მესამე  დღის  რეფლექსია


--  მიმდინარეობდა   ინტელის მე - 3  დონის  საინტერესო  ტრენინგ - სემინარის  მესამე  დღე( ხელმძღვანელია ქ - ნი   ნინო  კაჟაშვილი).- 08.05.2016;
"პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება".  --  შევქმენით  და  ჩამოვაყალიბეთ  პროექტის ("დიმიტრი  ყიფიანი") ძირითადი მიმართულებანი,  გავიარეთ 2  მოდულის 1  და 2 აქტივობები; პროექტის  ამოცანები დავაკავშირეთ  ესგ - ს საგნობრივ  სტანდარტთან,  აქედან  გამომდინარე განვსაზღვრეთ პროექტის  მიზნები და  მოსალოდნელი  შედეგები,  ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბების შესახებ. ვფიქრობ, საკმაოდ  ნაყოფიერი  იყო დღევანდელი სამუშაო  დღე.

Saturday, 23 April 2016

1 დღის რეფლექსია -

    -- 22.04.2016 დან  ვმონაწილეობ ინტელის მე - 3  დონის  საინტერესო  ტრენინგ - სემინარში( ხელმძღვანელია ქ - ნი   ნინო  კაჟაშვილი)
"პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება".  მიმაჩნია,  რომ   კიდევ  უფრო  დაიხვეწება ჩვენი უნარ - ჩვევები მოსწავლეებთან ერთად  სასწავლო - შემეცნებითი  პროექტების მომზადებაში.  ტრენერმა, ქ - ნმა  ნინომ  საფუძვლიანად  გაგვაცნო  ტრენინგის (1 - 9  მოდულების) შინაარსი,  მოგვცა მიმართულება,  შევქმენით ახალი  ბლოგი, სადაც  გამოვაქვეყნებთ  ჩვენი  და  მოსწავლეების ერთობლივ ნამუშევრებს.
   მადლობა   ქ - ნ ნინოს,   მონაწილეებს,  თანამშრომლობისათვის.