Sunday 29 May 2016

ინტელის  ტრენინგის  მეშვიდე  დღე - მოვამზადეთ  პროექტის სათაურის  შაბლონის   პრეზენტაცია  PP - ში; შევიტანეთ  ჩანაწერები პროექტის გეგმაში, მოვამზადეთ პროექტის შეფასების სქემა,  რუბრიკა.  ვისაუბრეთ  სწავლების დიფერენცირებაზე, დღე  საკმაოდ  ნაყოფიერი  იყო. 

Saturday 28 May 2016

მეექვსე   დღის რეფლექსია
 - ვიმუშავეთ PP პროგრამაში,  შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში, ჩამოვაყალიბეთ  მოკლე თეზისები, ავაგეთ დიაგრამა და ა.შ. სამუშაო დღე  ნაყოფიერი იყო...28.05.16

Sunday 15 May 2016

მეხუთე  დღის  რეფლექსია - 15.05.2016 წელი
- ვისაუბრეთ  საავტორო  უფლებებზე, შევქმენით  გამოყენებული  ლიტ -ისთვის  დოკუმენტი,  დავგეგმეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო ნამუშევარი.(P.P) ისათვის

Saturday 14 May 2016

მეოთხე  დღის  რეფლექსია  "ინტელის"  ტრენინგის
- საკმაოდ  ნაყოფიერი იყო,  შევისწავლეთ  შეფასების 5 სტრატეგია,  მეთოდები  და  ინსტრუმენტები.  

მადლობა, ქ - ნ    ნინოს....

Sunday 8 May 2016

მესამე  დღის  რეფლექსია


--  მიმდინარეობდა   ინტელის მე - 3  დონის  საინტერესო  ტრენინგ - სემინარის  მესამე  დღე( ხელმძღვანელია ქ - ნი   ნინო  კაჟაშვილი).- 08.05.2016;
"პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება".  --  შევქმენით  და  ჩამოვაყალიბეთ  პროექტის ("დიმიტრი  ყიფიანი") ძირითადი მიმართულებანი,  გავიარეთ 2  მოდულის 1  და 2 აქტივობები; პროექტის  ამოცანები დავაკავშირეთ  ესგ - ს საგნობრივ  სტანდარტთან,  აქედან  გამომდინარე განვსაზღვრეთ პროექტის  მიზნები და  მოსალოდნელი  შედეგები,  ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბების შესახებ. ვფიქრობ, საკმაოდ  ნაყოფიერი  იყო დღევანდელი სამუშაო  დღე.